თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
დღეს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კომპანია „თელასის“ ცნობით, აღნიშნულის მიზეზი სარემონტო სამუშაოებია.
შეზღუდვა შეეხებათ:
შეზღუდვა შეეხებათ:
„ვაკის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის და ნინო რამიშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონში, 10 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლევან ქართლელიშვილის, კიკნაძის, სართანიას, გიორგი სააკაძის, სუმბათაშვილ-იუჟინის, ლიკანის, ნიკო მარის, საჭილაოს, გომბორის, წიკლაურის, კამალოვის, ვასილ თამარაშვილის და გულრიფშის ქუჩების მცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონში, 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის, ვაჟა-ფშაველას გამზირის, ნუცუბიძის პლატოს I, II მიკრორაიონების, ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის I კვარტლის, გაბაშვილის, თამარაშვილის, ქავთარაძის და ბესარიონ ჟღენტის ქუჩების მცხოვრებლებს.
სამგორის რაიონში, 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 დასახლების IIIა მიკრორაიონის მცხოვრებლებს.
მთაწმინდის და კრწანისის რაიონებში, 09 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა კიკეთის, კოჯრის და ტაბახმელას მცხოვრებლებს. 10 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნადიკვარის II ქუჩის, ლორთქიფანიძის, ბექა ოპიზარის, საბანაძის, იაკობ ცურტაველის, წალკის, ნიკოლოზ (კარლო) ჩხეიძის, დეკაბრისტების, გრიშაშვილის, ქუმსიაშვილის და ბერძნის ქუჩების მცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აღნიშნულია „თელასის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.