კახა კალაძე:  არაკეთილმოსურნეები ცდილობენ კეთილი საქმე არასწორად და დამახინჯებულად შეფუთონ

თბილისის მერმა, კახა კალაძემ  წყალტუბოს აღორძინების პროექტს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის რეაბილიტაციის მცდელობა, მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია.

„ჩვენ გვახსოვს, წყალტუბო ყოველთვის ითვლებოდა ერთ-ერთ საუკეთესო დასასვენებელ-სარეაბილიტაციო ადგილად. თუმცა დღეს იქ არსებული მდგომარეობა არის ძალიან მძიმე. ჩვენ ვიცით, მისი ულამაზესი შენობა-ნაგებობები რა მდგომარეობაშია, ძალიან ბევრი ფოტომასალა ვრცელდებოდა, განსაკუთრებით ბოლო დღეების განმავლობაში, შესაბამისად მათი მოწესრიგება და ისე გაკეთება, რომ მისით თითოეულმა ქართველმა და ჩამოსულმა სტუმრებმა იამაყონ, მისი ჩართულობა ემსახურება მხოლოდ ამას. ვერ გეტყვით, უკავშირდება თუ არა, ეს კერძო ინტერესებს, თუმცა თვითონ ფაქტი, რომ მცდელობა არის ამ ადგილის რეაბილიტაცია განხორციელდეს და წყალტუბო ვაქციოთ ერთ-ერთ საუკეთესო დასასვენებელ ცენტრად და ადგილად, მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია. არაკეთილმოსურნეები ცდილობენ, რომ ყველა კეთილი საქმე, ყველა წინგადადგმული ნაბიჯი შეფუთონ არასწორად და დამახინჯებულად. აქვთ მცდელობა მოახდინონ არასწორი ინტერპრეტაცია და შეიყვანონ საზოგადოება შეცდომაში.

მინდა, გავიხსენო პუშკინის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე მიწისქვეშა პარკინგი. ყველას გვახსოვს, თუ რა მდგომარეობა იყო, როდესაც „თანაინვესტირების ფონდს“ საინვესტიციო ვალდებულებით გადაეცა ეს კონკრეტული ადგილი, რათა განეხორციელებინა პროექტი – საპარკინგე სივრცე, სადაც ყველას ექნებოდა შესაძლებლობა, ესარგებლა ამ პროექტით, როდესაც დამთავრდებოდა და რა ამბავი ატეხა ოპოზიციამ. მას შემდეგ ჩვენ მოვიძიეთ ქალაქში სხვადასხვა ადგილი და პირადად ოპოზიციას შევთავაზეთ წარმოდგენილი პროექტები ლარად. შესაძლებლობა ექნებოდათ, განეხორციელებინათ ინვესტიციები, რაც ჩვენთვის მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელი იქნებოდა, რადგან ქალაქს საპარკინგე ადგილები შეემატებოდა, ეს იქნებოდა მიწისქვეშა სივრცეები, რომელსაც ჩვენ გამოვიყენებდით, თუმცა, ვნახეთ, როგორ დამთავრდა. ამჯერად ჩვენ მოგვიწევს ამის გაკეთება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები