ბიძინა ივანიშვილმა და მისმა მეუღლემ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მოინახულეს
ბიძინა ივანიშვილმა და მისმა მეუღლემ, ეკატერინა ხვედელიძემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II მოინახულეს. ამის შესახებ ინფორმაცია პარტიის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.
საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრისას ბიძინა ივანიშვილმა პატრიარქთან ბოლო დროს მომხდარ ხმაურიან მოვლენებზე ისაუბრა და აღნიშნა ისიც, რომ მსგავსი ქმედებები არ არის მხოლოდ ეკლესიის მიმართ შეტევა, არამედ მიმართულია ზოგადად სახელმწიფოს წინააღმდეგ.
მისმა უწმინდესობამ თავის მხრივ ყურადღება გაამახვილა საქართველოს წინაშე მდგარ სხვა გამოწვევებზეც და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე.
შეხვედრის დასასრულს კათოლიკოს-პატრიარქმა ბიძინა ივანიშვილს და მის მეუღლეს სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა და დალოცა.
