გურამიშვილის გამზირზე 19 ოქტომბერს აფეთქების შედეგად დაშავებული მამაკაცი გარდაიცვალა
თბილისში, გურამიშვილის გამზირზე აფეთქებისას დაშავებული მამაკაცი გარდაიცვალა.
მამაკაცი დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში 19 ოქტომბრის შემდეგ იყო მოთავსებული. აფეთქების შედეგად მას სხეულის 60 პროცენტი ჰქონდა დამწვარი.
თბილისში, გურამიშვილის გამზირის N34-ში ბუნებრივი არის გაჟონვის შედეგად აფეთქება მიმდინარე წლის 19 ოქტომბერს მოხდა.