სალომე ზურაბიშვილი: შეწყალების საკითხზე საზოგადოებაში არის ვნებათაღელვა, ამიტომ ჩემს გადაწყვეტილებას ძალიან გავუფრთხილდები

შეწყალების საკითხი არის ძალიან სენსიტიური, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხზე საუბრისას განაცხადა.
“შეწყალება, ეს არის ძალიან სენსიტიური საკითხი. საზოგადოებაში არის დღეს ვნებათაღელვა. ამიტომ ძალიან გავუფრთხილდები ჩემ გადაწყვეტილებას ამ მიმართულებით. ისედაც ჯერ წესები ახალი არ არის ჩამოყალიბებული, ამაზე ვმუშაობთ. როგორც კი პრეზიდენტის ახალი ბრძანებულება მზად იქნება, გაგაცნობთ. მერე რაც საჭიროა იმ დროს დავფიქრდები, რათა მიღებული გადაწყვეტილება იყოს ყველასთვის გასაგები“, – განმარტა ზურაბიშვილმა.
საპატრიარქოში 31 ოქტომბერს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართა, სადაც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც სინოდი დეკანოზ გიორგი მამალაძის გათავისუფლების შესახებ პრეზიდენტთან უშუამდგომლებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები