ილია მეორე: მადლობელი ვარ თანადგომისთვის

“მე დღეს ქადაგება არ მექნება, შეგონება მექნება“, -ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში წირვის დასრულების შემდეგ განაცხადა.
პატრიარქმა  მრევლს კურთხევა მისცა, რომ სახარებიდან ერთი თავი წაიკითხონ.
“მწუხარებამ ერთმანეთთან გაგვაერთიანა და ღმერთთან, გაუფრთხილდით სამშობლოს და ეკლესიას. ამაშია ძალა ქართველი ერისა. გეძლევათ ლოცვა-კურთხევა, რომ დღეს სახარებიდან წაიკითხოთ ერთი თავი მთელ საქართველოში, ეს მოგცემთ თქვენ მადლსა და წყალობას. დალოცვილი იყავით, მადლობელი ვარ თანადგომისათვის. თანადგომა გამოიჩინეს სხვა რელიგიების წარმომადგენლებმაც, მუსულმანებმა და სხვებმა, გაიხარეთ. ჩვენთან არს ღმერთი“, -აღნიშნა პატრიარქმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები