მუხროვანის ბაზაზე ინფრასტრუქტურული პროექტები იწყება (ფოტოკოლაჟი)
ქვედანაყოფების დისლოკაციის ადგილი ნატო-ს სტანდარტების საყაზარმე სისტემით მოეწყობა. თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით, ახალი ყაზარმების გარდა, ტერიტორიაზე სპორტული დარბაზები და საცურაო აუზი განთავსდება. მუხროვანის ბაზას ყველაზე დიდი სასროლეთიც ექნება. თავდაცვის მინისტრი საპროექტო-სამშენებლო ლოკაციებს ადგილზე გაეცნო. კაპიტალური მშენებლობებია დაგეგმილი პალდოს საწვრთნელ ბაზაზეც.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილმა მე-20 კადრირებული ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებს გააცნო ის სიახლეები, რისი განხორციელებაც თავდაცვის ძალებში უკვე დაიწყო; სამხედრო უნიფორმის, კვებისა და სრული ეკიპირების განახლება, ყველა ყაზარმის კაპიტალურად გარემონტება, სასადილოებისა და სველი წერტილების თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა, სპორტული მოედნების რეაბილიტაცია, სამხედრო ბაზების მიმდებარე ტერიტორიების კეთილმოწყობა და კომუნიკაციების გამართვა – ეს არის არასრული ჩამონათვალი გეგმიდან, რომელსაც თავდაცვის მინისტრის ხედვა გულისხმობს.