მირზაანის რწმუნებულის შვილს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მირზაანის რწმუნებულის აკაკი თარაშვილის შვილს ცეცხსასროლი იარაღიდან ესროლეს.
შემთხვევა სოფელ ქვემო ბოდბეში ცოტახნოს წინ მოხდა.
35 წლამდე მამაკაცს ჭრილობა მხრის არეში აქვს მიყენებული.
ის თავდაპირევლად წნორის არქიმედეს კლინიკაში მოათავსეს,საიდანაც თბილისში გადაიყვანეს.

ადგილობრივების ინფორმაცით, შემთხვევამდე დაპირისპირებულ მხარეებს შორის კონფლიქტი მოხდა.

დაჭრაში ბრალდებული პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა. შსს-ის ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით მიმდინარეოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები