მეუფე გრიგოლი მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიის სასულიერო პირებს რეზიდენციაში ხვდება 

წმინდა სინოდის მიერ ახლად დანიშნული ჭყონდიდი-მარტვილის ახალი მმართველი წალკელი მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლი მარტვილის ეპარქიაში ჩავიდა.

მეუფე გრიგოლი ამ წუთებში ეპარქიის რეზიდენციაში სასულიერო პირებს ხვდება. შეხვედრა მედიისთვის დახურულია.

როგორც მეუფე გრიგოლმა შეხვედრამდე შესვლისას ჟურნალისტებს განუცხადა, მშვიდობისთვის მოვიდა.

“ბერი უნდა დარჩეს მონასტერში, მთავარი შეკითხვა ეს არის მესამე წელია მეუფე პეტრესთან იყო საუბარი, რომ მივიდეს პატრიარქთან და მოინანიოს. მე ვფიქრობ, რომ ყველას სტკივა გული. მარტვილი, წალკა აღელვებულია. ყველანი დავმშვიდდეთ. მე ვარ ექიმი, ოპერაცია ვერ ტარდება იმ დროს, როცა ვიღაცა ყვირის ან ჩხუბობს. ვისაუბროთ წყნარად, პატრიარქმა გუშინაც თქვა – ვაპატიოთ ერთმანეთს”, – განაცხადა მედიასთან მეუფე გრიგოლმა.

ცნობისთვის, გუშინ სინოდის გადაწყვეტილებით, მამა პეტრე ცაავა მღვდელმთავრობიდან გადააყენეს და მღვდელთმსახურება აეკრძალა. ჭყონდიდისა და მარტვილის მიტროპოლიტად კი წალკელი მეუფე გრიგოლი დანიშნეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები