ნიკა გვარამია ახალი ბრალდების წარდგენის მიზნით დღეს პროკურატურაში დაიბარეს

“რუსთავი 2”-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ახალი ბრალდების წარდგენის მიზნით პროკურატურაში დაიბარეს.

საგამოძიებო უწყების ცნობით, ის პროკურატურაში დღეს, 19:00 საათზე უნდა გამოცხადდეს.

„სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან-და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის საქმეზე, დღეს, 19:00 საათზე საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ახალი ბრალდების წარდგენის მიზნით, დაბარებულია ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია“, – აცხადებენ უწყებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები