გიორგი ონიანთან დანაშაულის სრულად აღიარების შემდეგ, სააპელაციო სასამართლოში საპროცესო შეთანხმება გაფორმდა

გენერალური პროკურატურა ადვოკატ გიორგი ონიანის პატიმრობიდან განთავისუფლების შესახებ განმარტებას აკეთებს.

“გიორგი ონიანის მიერ, დანაშაულის სრულად აღიარების შემდეგ, 2018 წლის 17 აპრილს თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას გაფორმდა საპროცესო შეთანხმება, რომლის თანახმადაც, მას საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლისა და 6 თვის ვადით, საიდანაც 2 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციარულ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 2 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალა პირობითად, 2 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით. მასვე, 2 წლის და 3 თვის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება”, – აცხადებენ უწყებაში.

ცნობისთვის, ადვოკატი გიორგი ონიანი საპატიმროდან განთავისუფლდა.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, გიორგი ონიანს სასჯელის მოხდის ვადა მიმდინარე წლის 3 ნოემბერს უსრულდება, ვინაიდან 3 ნოემბერი არასამუშაო დღეა, ის საპატიმროს დღეს ტოვებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები