წითელ ხიდზე 14,110.91 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტში “წითელი ხიდი“, 31 ოქტომბერს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, არადეკლარირებული ოქროს ქვეყნის საზღვარზე შემოტანის მცდელობის 2 ფაქტი აღკვეთეს.

აზერბაიჯანისა და საქართველოს მოქალაქეების კუთვნილი ავტომანქანების ეჭვის საფუძველზე, დეტალური დათვალიერების შედეგად, 14,110.91 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს (საერთო წონა 101.54 გრამი) ნაკეთობები გამოვლინდა.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, ჯამში, 14,110.91 ლარის ოდენობით შეეფარდათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები