ადვოკატი გოგა ონიანი ციხიდან გაათავისუფლეს

ადვოკატი გოგა ონიანი თავისუფალია. ამის შესახებ ინფორმაციას მისი მეგობარი სოციალურ ქსელში ავრცელებს. მან ონიანთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა წარწერით – “გოგა ონიანი თავისუფალია…”
​შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ, 2017 წლის 7 ნოემბერს, გიორგი ონიანი დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შესახებ მტკიცებულებების ფალსიფიკაციის, პოლიტიკური დევნისა და განზრახ უკანონო დაკავების ფაქტზე – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით, 3691-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 156-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, და 25-147-ე მუხლის პირველი ნაწილით.

პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით, გიორგი ონიანს 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.

ბრალდების ინფორმაციით, ონიანმა თავის დაქვემდებარებაში მყოფ პოლიციის თანამშრომელს დაავალა პატაკის შედგენა, თითქოსდა შათირიშვილი უკანონოდ ინახავდა ნარკოტიკულ საშუალებას. პროკურატურის ცნობით, 2011 წლის 15 ოქტომბერს, ონიანის ორგანიზებითა და მისი უშუალო ხელმძღვანელობით, დაკავებულ იქნა დავით შათირიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები