ქვემო ქართლსა და მცხეთა-მთიანეთში დიდი ოდენობით უაქციზო ალკოჰოლური სასმლის შენახვა-გადაზიდვის სამი ფაქტი გამოავლინეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებთან კოორდინირებული ღონისძიებების შედეგად, დიდი ოდენობით უაქციზო ალკოჰოლური სასმლის შენახვა-გადაზიდვის სამი ფაქტი გამოავლინეს.

საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ქვემო ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში, დანაშაულში მხილებული პირების სატრანსპორტო საშუალებებიდან ამოიღეს სარეალიზაციოდ განკუთვნილი სხვადასხვა დასახელების დიდი ოდენობით უაქციზო ალკოჰოლური სასმელი – კონიაკი და არაყი, რომლის საერთო საბაზრო ღირებულება 17 000 ლარს აღემატება.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები