დაჭრილი სამხედროები აშშ-ში საზღვაო ქვეითთა მარათონში ასპარეზობის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდნენ

საქართველოს თავდაცვის ძალების დაჭრილი და დაშავებული სამხედროები აშშ-დან საქართველოში გამთენიისას დაბრუნდნენ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სამხედროებს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის ახლადდანიშნული უფროსი ბუბა ლომუაშვილი დახვდა, აშშ-ის საზღვაო ქვეითების ყოველწლიურ მარათონში წარმატებით ასპარეზობა მიულოცა და სრული მხარდაჭერა აღუთქვა.

ქართველი სამხედროები საზღვაო ქვეითების ყოველწლიურ მარათონში Allied Forces Foundation-ის პრეზიდენტის, სტიუარტ ტეილორის მიერ იყვნენ მიწვეულები. ვაშინგტონში, არლინგტონის ომის მემორიალის ტერიტორიაზე გამართულ მარათონში ფინიშის ხაზი ქართველი მონაწილეებიდან პირველმა უმცროსმა სერჟანტმა ალექსანდრე შამუგიამ გადაკვეთა. 42-კილომეტრიანი დისტანცია მან 3 საათსა და 26 წუთში დაფარა. კაპრალმა ლევან წერეთელმა კი, 42 კილომეტრის გარბენა 4 საათსა და 37 წუთში შეძლო.

მარათონში ქართველი სამხედროები აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, დანიის, ავსტრალიის, პოლონეთის, კანადის, უკრაინისა და სხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობდნენ. ქართველი სამხედროები საზღვაო ქვეითთა მარათონში 2015 წლიდან ასპარეზობენ. მსგავსი ტიპის სპორტული ღონისძიებები მათი რეაბილიტაციისა და რეინტეგრაციის პროცესს უწყობს ხელს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები