მარნეულში 9,740 ღერი უაქციზო სიგარეტის ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს თანამშრომლებისა და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, მარნეულის მუნიციპალიტეტში, ერთობლივად განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, 9,740 ღერი უაქციზო სიგარეტის ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის, 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს ჩამოერთვა საქონელი.

აღნიშნულ ფაქტზე სამართალდამრღვევი პირის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექის 1552 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, შედგენილ იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, საქმის მასალები, ქვემდებარეობით შესაბამის სასამართლოს გადაეგზავნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები