აბრეშუმის მუზეუმში კონკურსის – “ჩემი მემკვიდრეობა” შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართება

აბრეშუმის მუზეუმში, კონკურსის – “ჩემი მემკვიდრეობა” შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართება და 16:00 საათიდან 18:00 საათამდე გაგრძელდება.

 

კონკურსი “ჩემი მემკვიდრეობა” წელს პირველად გამოცხადდა საქართველოს ეროვნული ფონდისა და დიდი ბრიტანეთის საელჩოს ინიციატივით. საქართველოს ეროვნული ფონდი ახალი ორგანიზაციაა, ასოცირებული დიდი ბრიტანეთის ეროვნულ ფონდსა და მის მდიდარ და წარმატებულ გამოცდილებასთან. საქართველოს ეროვნული ფონდის მიზანია ჩართოს მოქალაქეები საქართველოს უნიკალური კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვის საქმეში.

კონკურსის არსი იმ ადამიანების გამოვლენა და წახალისებაა, რომელთაც გამოიჩინეს განსაკუთრებული თავდადება, საინტერესო ინიციატივა, ახლებური მიდგომა და ფანტაზია კულტურული მემკვიდრეობის გადასარჩენად და შესანარჩუნებლად.

კონკურსის ფარგლებში გამარჯვებული 8 პროექტი წარმოდგენილი იქნება ვიზუალური მასალით.

დამსწრეებს შესაძლებლობა ექნებათ, თვალი ადევნონ მთავარი ჯილდოს მფლობელის მიერ გაწეულ სარეაბილიტაციო სამუშაოს კედლის მხატვრობის რესტავრატორის ლელა ნინოშვილის, პრეზენტაციის საშუალებით, რომელიც ძველი თბილისის მოხატულ სივრცეებს ნამდვილ “მხსნელად” მოევლინა.

5 მთავარ ჯილდოს და კულტურული მემკვიდრეობის დაცვისთვის საგანგებო სამსახურების სიგელებს გამარჯვებულებს საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩი, ჯასთინ მაქენზი სმითი გადასცემს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები