ვარკეთილში ტაქსის მძღოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ, ვარკეთილში, ტაქსის მძღოლის მკვლელობაში ბრალდებულ 23 წლის გიორგი ნიჟარაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ბრალდებულის ადვოკატმა თავდაპირველად ნიჟარაძის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვების შუამდგომლობა, შემდეგ კი მისი 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება მოითხოვა.

ბრალდებული ბრალს არ აღიარებს.

შემდეგი სასამართლო სხდომა 19 დეკემბერს, 11:00 საათზე გაიმართება.

ცნობისთვის, შემთხვევა ვარკეთილში, 27 ოქტომბერს მოხდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები