შალვა თადუმაძე: მეუფე იაკობის განცხადებებში დანაშაულის ნიშნებს ვერ ვხედავ

მეუფე იაკობის განცხადებებში დანაშაულის ნიშნებს ვერ ვხედავ, გამომდინარე იქიდან, რომ მასში მოყვანილი ინფორმაციები დროში აცდენილია, – ამის შესახებ გენერალურმა პროკურორმა, შალვა თადუმაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

თადუმაძის თქმით, განცხადებაზე, რომელშიც დროის, მოვლენების და ფაქტების ერთმანეთში აღრევაა და რეალობისგან არის აცდენილი, საგამოძიებო ორგანო გამოძიებას ვერ დაიწყებს.

“სამართალდამცავი ორგანოები გამოძიებას იწყებენ იმ განცხადების შესაბამისად, რომელიც მიმართულია საგამოძიებო ორგანოში ან სინამდვილის რაღაც ელემენტებს შეიცავს. განცხადება, რომელშიც დროის, მოვლენების და ფაქტების ერთმანეთში აღრევაა და რეალობისგან არის აცდენილი, ბუნებრივია, საგამოძიებო ორგანო მასზე გამოძიებას ვერ დაიწყებს. დროში აცდენილია, რადგან მაღალი თანამდებობის პირებზეა, რომლებიც იმ დროს არ იყვნენ იმ თანამდებობებზე და მეორეც, დანაშაულის ნიშნების შემცველი განცხადება არ ყოფილა…

თუ არსებობს რამე კონკრეტული ფაქტები, ყველას, მათ შორის სასულიერო პირს უფლება აქვს მიმართოს სამართალდამცავ ორგანოებს, ჩამოაყალიბოს თავისი ერთიანი პოზიცია და სამართალდამცავი ორგანოები შესაბამის რეაგირებას მოახდენენ“, – განაცხადა თადუმაძემ.

შეგახსენებთ, ბოდბელი მთავარეპისკოპოსის, მეუფე იაკობის თქმით, გიორგი კვირიკაშვილი, გიორგი გახარია და ვახტანგ გომელაური მას პატრიარქის გადაყენებაში დახმარებას სთხოვდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები