წითელ ხიდზე არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტში “წითელი ხიდი“, 27 ოქტომბერს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, აზერბაიჯანის მოქალაქის მ.მ.-ს მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილის დათვალიერების შედეგად, 6,485.46 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს (64.08 გრამი) ნაკეთობები გამოავლინეს.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა 6,485.46 ლარის ოდენობით შეეფარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები