მეუფე იაკობმა პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ თანამდებობა დატოვა
მეუფე იაკობი პატრიარქის ქორეპისკოპოსის თანამდებობას ტოვებს.
განცხადება მან ჟურნალისტებთან თავად, საპატრიარქოდან გამოსვლის შემდეგ გააკეთა.
“მოსული ვიყავი სპეციალურად, რომ უწმინდესი მენახა და ჩემი გადაწყვეტილების შესახებ მესაუბრა. მივიღე გადაწყვეტილება და გადავდექი ქორეპისკოპოსობიდან და საფინანსო-ეკონომიკური საბჭოს თავმჯდომარეობიდან. ოღონდ მე გადავდექი. ეს ჩემი პირადი გადაწყვეტილებაა. ვრჩები ეპარქიაში. მრევლს და ერს ყველას კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ შენდობას ვითხოვ და ბოდიშს ჩემი ისეთი სახით საუბრისთვის. შეხვედრას ჩვენ ორნი ვესწრებოდით,“ – განაცხადა მეუფე იაკობმა.