პროკურორი არჩილ ტყშელაშვილი: საერთაშორისო ექსპერტების დასკვნა დაერთო საქმის მასალებს, ვინაიდან ჩვენ ბოლოს ვიშუამდგომლეთ, რომ ეს დასკვნა დართვოდა საქმეს და ეს ასეც მოხდა

„რაც შეეხება საერთაშორისო ექსპერტების დასკვნას, აღნიშნული დასკვნა დაერთო საქმის მასალებს, ვინაიდან ჩვენ ბოლოს ვიშუამდგომლეთ, რომ ეს საქმის მასალები, ეს დასკვნა დართვოდა საქმეს და ეს ასეც მოხდა”, – განაცხადა პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა.

პროკურორის თქმით, საერთაშორისო ექპსერტების დასკვნით დასტურდება ის, რომ საქმეზე დაწყებული სისხლის სამართლებრივი დევნა სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო პრაქტიკასთან.

„ეს არის სამართლებრივი ნიუანსი, ეს დოკუმენტი იქნებოდა როგორც მტკიცებულება, თუ როგორც მოსაზრება, თუმცა გიდასტურებთ, რომ როგორც მტკიცებულება არ არის დაშვებული, თუმცა, როგორც მოსაზრება საქმეზე არის დართული, შესაბამისად, სასამართლოს შეეძლება გაეცნოს საერთაშორისო ექსპერტების დასკვნას. შეგახსნებთ, რომ ამ დასკვნით დასტურდება ის, რომ საქმეზე დაწყებული სისხლის სამართლებრივი დევნა სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო პრაქტიკასთან. ამ მოსაზრებას აქვს და ექნება ის ძალა, რომ დევნა, რომელიც დაწყებულია ბრალდებულების მიმართ, სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო პრაქტიკასთან. ამ დასკვნას ნახავს მოსამართლე, ვინაიდან საქმეზეა დართული და შესაბამისად, შეექმნება შინაგანი რწმენა ამ მიმართულებით”, – განაცხადა არჩილ ტყეშელაშვილმა

პროკურორმა ბრალდებულის პოზიციაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ საბანკო ოპერაციები არ წარმოადგენს დანაშაულს. მთავარია, ეს თანხა არ იყოს უკანონო და მას წინ არ უძღვოდეს დანაშაული:

„რაც შეეხება ბრალდებულების პოზიციას, რომ ჩვენ თითქოს მხოლოდ თანხების გადარიცხვას ველოდებით, ეს ასე არ არის. გიდასტურებთ, რომ საბანკო ოპერაციები, თუ ეს ხდება ჩვეულებრივ სახელშეკრულებო ურთიერთობით, ეს არ წარმოადგენს დანაშაულს, მთავარია, ამას წინ არ უძღოდეს დანაშაული და ეს თანხა არ იყოს უკანონო. ამ შემთხვევაში, ბრალდების მხარე, შეკრებილი მტკიცებულებებით ვადასტურებთ, რომ თავიდან მოხდა თაღლითობა, კერძოდ, მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი მოტყუებით, თაღლითურად დაეუფლნენ ბანკის კუთვნილ თანხებს და ზუსტად ამის შემგდომ მოახდინეს ეს ოპერაციები. ამ შემთხვევაში, ეს საერთაშორისო პრაქტიკითაც, თუ თანხა არის დანაშაულებრივი და ამ თანხის მიმართ მოხდება ის ტრანზაქციები, რაც საბოლოო ჯამში განახორციელეს ბრალდებულებმა, ეს წარმოადგენს ზუსტად უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას. ზუსტად ამაშია დანაშაულის არსი და მნიშვნელობა”, – განაცხადა პროკურორმა.

ე.წ. ფულის გათეთრების საქმესთან დაკავშირებით დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში წინასასამართლო სხდომა გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები