Der Tagesspiegel: ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში პირადი მოტივი არ იკვეთება

ბერლინში საქართველოს მოქალაქის ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობიდან ორი თვის თავზე, დედაქალაქის პროკურატურა მკვლელობის გამოძიებას აგრძელებს. 49 წლის ეჭვმიტანილი საგამოძიებო იზოლატორში იმყოფება, რუსეთის მოქალაქეს ბრალდებასთან დაკავშირებით ჯერ არაფერი უთქვამს.

ამის შესახებ Der Tagesspiegel გერმანიის პროკურატურის წარმომადგენელზე მარტინ შტაილტნერზე დაყრდნობით წერს.

„გამოძიების მიერ პირადი მოტივი ჯერ გამოვლენილი არ არის. ასევე არ გვაქვს დამნაშავესა და მსხვერპლს შორის კრიმინალური კავშირის დადასტურება“,-ამბობს შტაილტნერი.

ამის პარალელურად Die Welt წერს, რომ სავარაუდო დამნაშავის ნამდვილი ვინაობა ჯერ დადგენილი არ არის. გამოცემის ინფორმაციით, გერმანული მხარის მიერ რუსეთის უწყებებისადმი მიმართვის მიუხედავად, მათგან გამოძიებისთვის გამოსადეგი ინფორმაცია მიღებული არ არის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები