შინაგან საქმეთა სამინისტროს INL-მა ახალი აღჭურვილობა გადასცა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიურომ (INL) კინოლოგიური პროექტი “K9”-ის ფარგლებში, გადასცა სპეციალური ავტომანქანა ვოლიერებით. აღნიშნული პროექტი INL-ის მხარდაჭერით, რამდენიმე წელია ხორციელდება.

აღჭურვილობის გადმოცემის ღონისძიებას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძე, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეტ რუდი, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს (INL) რეგიონალური ოფისის დირექტორი ჯუდიტ რებეკა კემპბელი და სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.

აღნიშნული ტექნიკა მნიშვნელოვანია სამინისტროს კინოლოგიური სამსახურის ეფექტიანი მუშაობისთვის.

“გვსურს, მადლობა გადავუხადოთ INL-ს წლების განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაძლებლობების განვითარებისათვის განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტებისთვის. ჩვენ ძალიან ვაფასებთ ამ ნაყოფიერ თანამშრომლობას და იმედი გვაქვს, მომავალშიც გავაგრძელებთ საერთო პროექტებზე მუშაობას“, -განაცხადა შეხვედრაზე ნინო ჯავახაძემ.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიურო (INL) მრავალი წელია, თანამშრომლობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და ახორციელებს პროექტებს ოჯახში ძალადობისა და კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის, საგზაო უსაფრთხოების, არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის, ტრეფიკინგის და სხვა მიმართულებებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები