გიორგი გახარია: სადაც კანონი ირღვევა ყველა ის შემთხვევა გამოძიებული უნდა იყოს

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია პროკურატურის ყოფილი თანამშრომლის ბრალდებებს გამოეხმაურა. როგორც მან განაცხადა, სადაც კანონი ირღვევა ყველა ის შემთხვევა გამოძიებული უნდა იყოს.

“პირველ რიგში, რასაც გავაკეთებ, დაველოდები პროკურატურის ოფიციალურ რეაგირებას ამ საკითხზე. ის თუ სიმართლეა, რაც თქვენ ბრძანეთ, არის მიუღებელი, თუმცა პროკურატურა ამ ქვეყანაში არის დამოუკიდებელი უწყება, რომელმაც უნდა გააკეთოს განმარტება. ყველა ის შემთხვევა, სექსუალური შევიწროების, ნეპოტიზმის, სადაც კანონს ვარღვევთ, რა თქმა უნდა, უნდა იყოს გამოძიებული”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

შეგახსენებთ, პროკურატურის ყოფილმა თანამშრომელმა, სალომე ადეიშვილმა გუშინ საჯარო განცხადება გაავრცელა, რომელშიც პროკურატურაში არსებულ იმ მდგომარეობაზე საუბრობს, რის გამოც, სამსახურიდან წამოსვლა მოუწია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები