რეზო თაბუკაშვილის ლიტერატურული თეატრი ხარაგაულში სამხატვრო პლენერს – „გამას“ გამართავს

26-27 ოქტომბერს, ხარაგაულის რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრი ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სამხატვრო პლენერს – „გამას“ გამართავს.
როგორც „კვირას“ ხარაგაულის რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრის ხელმძღვანელმა და მსახიობმა იზა ვეფხვაძემ აცნობა, პლენერი უკვე ტრადიციულია და წელს მეოთხედ ტარდება. პლენერში მონაწილეობენ ცნობილი მხატვრები დედაქალაქიდან, ქუთაისიდან, რუსთავიდან, აფხაზეთის მხატვართა კავშირის წარმომადგენლობა. პლენერი საქველმოქმედოა, მხატვრები 2 დღის განმავლობაში შექმნიან მხატვრულ ტილოებს და საჩუქრად გადასცემენ ლიტერატურულ თეატრს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები