საქართველო ვალიადოლიდის კინოფესტივალის საპატიო სტუმარი ქვეყანაა
ვალიადოლიდის კინოფესტივალის საპატიო სტუმარი ქვეყანა საქართველო გახსნის ცერემონიალზე რეჟისორმა ქეთი მაჭავარიანმა წარადგინა, რომელიც წელს ვალიადოლიდის კინოფესტივალის მთავარი კონკურსის ჟიურის წევრია.
საკონკურსო პროგრამის პარალელურად გრძელდება ქართული რეტროსპექტივა.
ვალიადოლიდში ნახავენ: ლევან აკინის ფილმს – „და ჩვენ ვიცეკვეთ“, რეზო გიგინეიშვილის “მძევლებს”, ანა ურუშაძის “საშიშ დედას”, ლევან კოღუაშვილის “შემთხვევით პაემნებს” და ნუცა ალექსი-მესხიშვილის “კრედიტის ლიმიტს”.