ბერძენი მამაკაცის მტკიცებით, ქართველებმა ის, 3 საათის განმავლობაში სასტიკად აწამეს

0

საბერძნეთში დამნაშავეთა ჯგუფს ეძებენ, რომელმაც 74 წლის კაცი 3 საათის განმავლობაში აწამა – ბოროტმოქმედები, შესაძლოა, საქართველოს მოქალაქეები იყვნენ.

საბერძნეთის პოლიცია დამნაშავეთა ჯგუფს ეძებს, რომლებიც ათენის გარეუბანში ფულის გამოძალვის მიზნით 74 წლის კაცს სახლში შეუვარდნენ და მას 3 საათის განმავლობაში აწამებდნენ.

CNN Greece-ის ინფორმაციით, მძარცველებმა კაცს ხელი და ცხვირი გაუტეხეს, კბილები ჩაუმტვრიეს, თავზე ტომარა ჩამოაცვეს და წყლით გავსებულ აბაზანაში აკავებდნენ. ბოლოს კაცი დანებდა, და თქვა სად ჰქონდა სეიფი.

მძარცველებნა გასვლის წინ სათვალთვალო კამერებიც გაიყოლეს.

როგორც დაზარალებულმა მოგვიანებით პოლიციას უთხრა, დამნაშავეთა ჯგუფი ბერძნებისგან არ შედგებოდა, ისინი დიდი ალბათობით, ქართველები იყვნენ.

კომენტარები

კომენტარი