თამარ გაგლოშვილი: ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც პედაგოგებს გვაქვს ფუფუნება, რომ პირადად პრემიერს, ქვეყნის პირველ პირს ვესაუბროთ ჩვენი პრობლემების შესახებ

0

“ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც პედაგოგებს გვაქვს ფუფუნება, რომ პირადად პრემიერს, ქვეყნის პირველ პირს ვესაუბროთ ჩვენი პრობლემების შესახებ”, – ამის შესახებ ოსური საჯარო სკოლის პედაგოგმა, თამარ გაგლოშვილმა, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და პედაგოგებს შორის, გორში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
​მისი თქმით, მნიშვნელოვანია, განათლების სისტემაში მიმდინარეობს ძირეული ცვლილებები – მასწავლებლების ხელფასების ზრდა, საპენსიო მასწავლებლების ჯილდოზე წარდგენა, ხორციელდება სხვა მნიშვნელოვანი ინიციატივები.
​„განათლების სისტემაში მიმდინარეობს ძირეული ცვლილებები – მასწავლებლების ხელფასების ზრდა, საპენსიო მასწავლებლების ჯილდოზე წარდგენა და სხვა მნიშვნელოვანი ცვლილებები. ღიად ვისაუბრეთ სხვადასხვა პრობლემებზე და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, როდესაც გვაქვს ფუფუნება, რომ პირადად პრემიერს, ქვეყნის პირველ პირს ვესაუბროთ ჩვენი პრობლემების შესახებ“, – განაცხადა თამარ გაგლოშვილმა.

კომენტარები

კომენტარი