შსს-მ გურამიშვილის გამზირზე, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ აფეთქებაზე გამოძიება დაიწყო

შსს-მ გურამიშვილის გამზირზე, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ აფეთქებაზე გამოძიება დაიწყო

შს სამინისტრომ გურამიშვილის გამზირზე, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ აფეთქებაზე გამოძიება მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევის მუხლით დაიწყო.
“შინაგან საქმეთა სამინისტრომ გურამიშვილის გამზირზე მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება”, – აცხადებენ შსს-ში.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პირველადი ინფორმაციით, გურამიშვილის გამზირზე, 16-სართულიან კორპუსში აფეთქება გაზის დაგროვებამ გამოიწვია. მომხდარის შედეგად სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა სხვადასხვა სამკურნალო დაწესებულებაში 4 პირი გადაიყვანეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები