ირაკლი გაჩეჩილაძე: საპროკურორო საბჭო ემსახურება პროკურატურის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდას სახელმწიფოსა და საზოგადოების წინაშე

„საპროკურორო საბჭო ემსახურება პროკურატურის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდას სახელმწიფოსა და საზოგადოების წინაშე”, – ამის შესახებ პროკურორმა ირაკლი გაჩეჩილაძემ განაცხადა.

გაჩეჩილაძის თქმით, მისთვის ძალიან საპასუხისმგებლო და საპატიოა საქართველოს პროკურორთა და პროკურატურის გამომძიებელთა მხრიდან ამგვარი მხარდაჭერა:

„პირველ რიგში, დავიწყებ იქიდან, რომ დღეს არის მნიშვნელოვანი დღე საქართველოს პროკურატურის არსებობაში, საქართველოს პროკურორთა მესამე კონფერენციამ აირჩია 6 წევრი საქართველოს საპროკურორო საბჭოში. ჩემთვის არის ორმაგად მნიშვნელოვანი დღე იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს პროკურორთა კონფერენციამ მე ამირჩია აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენელთა კვოტით საპროკურორო საბჭოში, ჩემთვის ძალიან საპასუხისმეგბლო და საპატიო არის საქართველოს პროკურორთა და პროკურატურის გამომძიებელთა მხრიდან ამგვარი მხარდაჭერა. რაც შეეხება ჩვენს წინაშე არსებულ გამოწვევებს, საპროკურორო საბჭო ემსახურება პროკურატურის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდას სახელმწიფოსა და საზოგადოების წინაშე და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კოორდინირება არის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება და ამ მიმართულებით გავაგრძელებთ ჩვენს საქმიანობას და მუშაობას”, – განაცხადა ირაკლი გაჩეჩილაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები