შალვა თადუმაძე: ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით, ზოგადად, საჯარო განცხადებებით არ ხდება სისხლის სამართლებრივი დევნა

საქარათველოს გენერალურმა პროკურორმა შალვა თადუმაძემ პროგრეს ბანკთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით, ზოგადად, საჯარო განცხადებებით არ ხდება სისხლის სამართლებრივი დევნა.

“ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით კომპეტენტური ორგანოების დასკვნის საფუძველზე ხორციელდება სისხლის სამართლებრივი დევნა. თუ ასეთი დასკვნა იარსებებს ნებისმიერ ბანკთან დაკავშირებით, იქნება შესაბამისი რეაგირება. დღეის მდგომარეობით, პროგრეს ბანკთან დაკავშირებით არანაირი კომპეტენტური ორგანოს განცხადება, დასკვნა არ არსებობს. ბანკები არიან რეგულაციის ქვეშ მყოფი ინსტიტუტები, შესაბამისად, მათ მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის განხორციელება ან რაიმე ოპერაციის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის განხორციელება ხდება მხოლოდ კომპეტენტური ორგანოების მიერ მომზადებული დასკვნის საფუძველზე”,- აღნიშნა შალვა თადუმაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები