კარლ ჰარცელი: ანაკლია ევროკავშირისთვის სტრატეგიული პროექტია და იმედი გვაქვს, განხორციელდება

ანაკლია ევროკავშირისთვის სტრატეგიული პროექტია, რადგან ეს არის დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი და ვისურვებდით, რომ განხორციელდეს, – ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა განაცხადა.

ელჩი იმედოვნებს, რომ პროექტი განხორციელდება, რადგან ანაკლიას ევროკავშირისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს.

“რაც შეეხება ანაკლიას, არაერთხელ ითქვა, რომ ანაკლია ევროკავშირისთვის სტრატეგიული პროექტია, რადგან ეს არის დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი და ვისურვებდით, რომ განხორციელდეს. ჩვენ ყველა მხარისგან ვისმენთ შეფასებებს. მიუხედავად იმისა, რომ ხშირად მხარეები დიდი ნდობით არ იყვნენ ერთმანეთის მიმართ განწყობილი, ორივე მხარისგან წამოსული განცხადებები არის კეთილგანწყობილი ანაკლიის პროექტის განხორციელების მიმართ. აქედან გამომდინარე, ჩვენც იმედი გვაქვს, რომ ეს პროექტი განხორციელდება”, – განაცხადა ევროკავშირის ელჩმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები