გენერალური პროკურორის მოადგილე: კარგი იქნება, თუ მამუკა ხაზარაძე ე.წ. მუქარის წერილის დედანს მოიტანს

გენერალური პროკურორის მოადგილის, გიორგი გოგაძის თქმით, კარგი იქნება, თუ საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელოს” დამფუძნებელი, მამუკა ხაზარაძე პროკურატურაში ე.წ. მუქარის წერილის დედანს მიიტანს.
​კითხვაზე, შესაძლოა თუ არა, რომ ამ წერილთან მიმართებით ხელახალი გამოძიება დაიწყოს, გოგაძე პასუხობს, რომ წინასწარ ვერაფერს გამორიცხავს.

„როდის თქვა ასე?! კარგი იქნება, თუ მოიტანს, ჩვენ მივიღებთ. თუ საკმარისი, აუცილებელი ინფორმაცია იქნება გამოძიების დაწყებისთვის, ჩვენ კანონით ვალდებული ვართ, რომ ყველა თემაზე გამოძიება დავიწყოთ”, – განაცხადა გიორგი გოგაძემ.​
​შეგახსენებთ, რომ მამუკა ხაზარაძის განცხადებით, „გიორგი გახარიას მიერ გაგზავნილ მუქარის“ წერილზე ლონდონიდან დასკვნა ჩამოვიდა. მისივე თქმით, წერილზე აღმოჩენილია 120 ანაბეჭდი, რომელიც საჭიროა პროკურატურამ ბაზაში შეამოწმოს და შესაბამისი პირების იდენტიფიცირება მოახდინოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები