„დედამიწიდან ვარსკვლავებამდე“ – მსოფლიოს პოეტ ქალთა ანთოლოგიის წარდგენა გაიმართება

18 ოქტომბერს, 18:30 საათზე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში, მსოფლიოს პოეტ ქალთა ანთოლოგიის -„დედამიწიდან ვარსკვლავებამდე“  წარდგენა გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ანთოლოგია, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და მწერალთა კავშირის მხარდაჭერით, „მერანმა“ გამოსცა და აერთიანებს  50 ქართველი და 78 უცხოელი პოეტი ქალის ლექსებს.
ღონისძიებას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს კულტურის დეპარტამენტის უფროსი ნანა დოლიძე და საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარე მაყვალა გონაშვილი გაუძღვებიან.
წიგნი რუსუდან ფეტვიაშვილმა დაასათაურა.
პროექტზე მუშაობდნენ მაყვალა გონაშვილი, ალექსანდრე ელერდაშვილი, ემზარ კვიტაიშვილი, ნანა ცინცაძე და ია სულაბერიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები