პარლამენტში დღეს დავით ზალკალიანს მოუსმენენ

საქართველოს პარლამენტში “მინისტრის საათის“ ფორმატში დღეს საგარეო საქმეთა მინისტრს მოუსმენენ.

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო ქაცარავას განცხადებით ზალკალიანთან შეკითხვები ყველა მიმართულებით იქნება.

“კითხვები გვექნება ყველა მიმართულებით, რაც ჩვენ დღის წესრიგშია. ეს ეხება ოკუპირებულ ტერიტორიებს, დეოკუპაციას, არაღიარების პოლიტიკას, ევროკავშირსა და ნატოს-თან თანამშრომლობას, სამომავლო გეგმებსა და ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობას,” – აღნიშნა ქაცარავამ.

“ევროპული საქართველოს” წევრის სერგი კაპანაძის თქმით, კი შეკითხვები ზალკალიანისა და ლავროვის შეხვედრასთან დაკავშირებითაც იქნება.

“გვექნება კითხვები საქართველოს საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით და იმ პრობლემებთან დაკავშირებით, რომლებიც გვაქვს დღეს, რაც უკავშირდება რუსეთისადმი მავნებლურ განწყობას. მათ შორის იქნება შეკითხვები ზალკალიანის და ლავროვის შეხვედრაზე, ამ შეხვედრის ორგანიზებაზე,“ – განაცხადა კაპანაძემ.

“მინისტრის საათი“ ახალი რეგლამენტით განსაზღვრული ფორმატია, რომელიც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მთავრობის წევრების სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ მოხსენებით გამოსვლას გულისხმობს, რის შემდეგაც დებატები იმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები