ნიქოზის საეპისკოპოსო სასახლეში 17 ოქტომბერს კონცერტი გაიმართება

შიდა ქართლის ადმინისტრაციის ინიციატივითა და გორის მუნიციპალიტეტის მერიის ხელშეწყობით, 17 ოქტომბერს, ნიქოზის საეპისკოპოსო სასახლეში ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის მსახიობები და მომღერლები კონცერტს გამართავენ.

“კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბლეტის თეატრის ვარსკვლავები და ახალგაზრდა მომღერლები. ნიქოზის საეპისკოპოსო სასახლეში 17 ოქტომბერს იმღერებენ ვანიკო გალუაშვილი, თეა დემურიშვილი, სულხან გველესიანი, მარიკა მაჩიტიძე, გოჩა დათუსანი, ოთარ ჯორჯიკია, ხათუნა ჭოხონელიძე, არმაზ დარაშვილი, ირინა თაბორიძე, ვახტანგ ჯაშიაშვილი, მაკა ასპანიძე, ლევან მაკარიძე, გიორგი მოციქულაშვილი, დავით დარბაიძე, იოსებ დარბაიძე, რამაზ ჩიკვილაძე, სოფო ბერიშვილი (ქუთაისის ოპერის თეატრი) ლინა წიკლაური, ლევან თაბუკაშვილი, ნინა ქავთარაძე, ანა ხარაიძე და ქეთი პაპინაშვილი,“- ნათქვამია გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები