ფრანკფურტის წიგნის ფესტივალზე საქართველოს ეროვნული სტენდი გაიხსნა

ფრანკფურტის წიგნის ფესტივალზე საქართველოს ეროვნული სტენდი დღეს გაიხსნა, სადაც ბიზნეს საუზმის ფარგლებში საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის თავმჯდომარემ გვანცა ჯობავამ ქართველი ავტორების ახალი წიგნები წარადგინა.

წელს საერთაშორისო ბაზრობაზე საქართველო განახლებული სლოგანით – Follow the Journey of Georgian Characters არის წარმოდგენილი.

დღეიდან 20 ოქტომბრის ჩათვლით უცხოელი გამომცემლები სხვადასხვა ფორმატში ქართულ ლიტერატურას გაეცნობიან.

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა მსოფლიოში უდიდესი წიგნის ბაზრობაა, რომელშიც ყოველწლიურად ათასობით გამომცემელი და ავტორი იღებს მონაწილეობას.

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე 2007 წლიდან იღებს მონაწილეობას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები