მოსკოვი ავიამიმოსვლის აღდგენისთვის ზურაბიშვილის ბოდიშს ელოდება

რუსეთ-საქართველოს შორის ავიამომისვლის აღგენა იქამდე სანამ საქართველოს ხელისუფლება შესაბამის ნაბიჯებს არ გადადგამს – არასწორია.
ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა განაცხადა.
„რასაკვირველია, სწორი იქნებოდა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა რაც შეიძლება სწრაფად მოიხადოს ბოდიში. ძლიერი ადამიანი ასეც იქცევა – თუ შეცდომა დაუშვა, დაუფიქრებლად მოიქცა, რაღაცა თქვა ემოციურ ფონზე. მაგრამ, როდესაც ასე ქვეყნის ხელმძღვანელები იქცევიან, რომელ ურთიერთობაზე შეიძლება იყოს საუბარი.. ჯერჯერობით ერთადერთი გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულია – ავიამიმოსვლის შეჩერებაა. მაგრამ ვთვლით, რომ სანამ ჩვენი ქვეყნის მიმართ არ გადაიდგმება ნაბიჯები, ავიამიმოსვლის აღდგენაზე საუბარი არასწორია“, – განმარტა ვოლოდინმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები