ილია წულაია: საკრედიტო რეიტინგის გაუმჯობესება „ქართული ოცნების“ მიერ განხორციელებული წარმატებული რეფორმებისა და ინიციატივების დამსახურებაა

„ეს მიღწევა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ განხორციელებული წარმატებული რეფორმებისა და ინიციატივების დამსახურებაა“, – ასე აფასებს დიდუბის მაჟორიტარი დეპუტატი, ილია წულაია სარეიტინგო კომპანიის გადაწყვეტილებას.
მისი განცხადებით, სარეიტინგო სააგენტო S&P Global Ratings-ის მიერ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის ერთი ბიჯით გაუმჯობესება სტაბილური პერსპექტივით ძალიან პოზიტიური მოვლენაა, რომელიც ერთი მხრივ სამომავლო განვითარების მნიშვნელოვანი წინაპირობა და მეორე მხრივ, აქამდე არსებული სწორი პოლიტიკის აღიარებაა.
„უნდა გავიხსენოთ, რომ სარეიტინგო სააგენტოებმა საქართველოს საკრედიტო რეიტინგების გაუმჯობესება 2017 წელს, ფისკალური რეფორმების დაწყებასთან ერთად დაიწყეს. პირველად Moody’s-მა, შემდეგ Fitch-მა და ახლა უკვე S&P-მაც ჩვენი რეიტინგი BB დონეზე გააუმჯობესეს.
აღსანიშნავია, რომ ჩვენი რეიტინგების გაუმჯობესება ხდება მაშინ, როდესაც რეგიონი განიცდის კრიზისს და დღეს არც ერთ ჩვენს მეზობელს არ აქვს კრიზისამდელ პერიოდთან შედარებით უკეთესი რეიტინგი; ისიც საყურადღებოა, რომ 2011 წლის შემდეგ პირველად, სწორედ ახლა გაგვიუმჯობესა S&P-მ საკრედიტო რეიტინგი; ცხადია, რომ ეს მიღწევა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ განხორციელებული წარმატებული რეფორმებისა და ინიციატივების დამსახურებაა“,- აცხადებს წულაია.
​ცნობისათვის, საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია „სტანდარტ ენდ ფუარსმა“ (Standart & Poor’s) საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ერთი საფეხურით, „BB“-მდე (ბიბი) გაზარდა, პროგნოზით „სტაბილური“. ეს პირველი გაუმჯობესებაა 2011 წლის შემდეგ, როდესაც საქართველოს რეიტინგი „BB-“ (ბიბი მინუსი) მიენიჭა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები