ილია ჯიშკარიანს 10 000-ლარიანი გირაო შეეფარდა

საკრებულოს ბრალდებულ დეპუტატს, ილია ჯიშკარიანს აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. სასამართლო პროცესი “ნიუ ჰოსპიტალსში” გაიმართა. გირაოს შეფარდების შუამდგომლობა ბრალდების მხარემ დააყენა.
შეგახსენებთ, რომ საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ილია ჯიშკარიანს 8 ოქტომბერს, საკრებულოს თანამშრომლის თამთა თოდაძის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისა და ცემის ფაქტზე ბრალი წარუდგინეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები