ხაშურში ყოფილი მეუღლის მიერ დაჭრილი ქალი საავადმყოფოშია – შსს-მ საქმე აღძრა

ხაშურში, თამარ მეფის გამზირზე, კაცმა ყოფილი მეუღლე დაჭრა. ქალი კლინიკაშია გადაყვანილი.
როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
აღნიშნული მუხლი 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები