ერდოღანი ევროკავშირს ლტოლვილებისთვის საზღვრების გახსნით დაემუქრა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა ევროკავშირის წევრი ქვეყნები გააკრიტიკია, რადგან თავის მხრივ ამ ქვეყნებმა სირიაში სამხედრო ოპერაციის დაწყება დაგმეს.

ერდოღანმა განაცხადა, თუ დასავლეთის ქვეყნები სამხედრო ოპერაციის დაწყებას ოკუპაციას უწოდებენ, ის სირიელი ლტოლვილებისთვის საზღვრებს გახსნის.

საკუთარ გამოსვლაში თურქეთის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ „ბრიუსელი ყოველთვის იტყუებოდა და გულწრფელი არასდროს ყოფილა“, ასევე შეახსენა ევროკავშირს, რომ თურქეთი „ტერორისტების იერიშების მუდმივი თავდასხმის საფრთხის ქვეშ არის“, ასევე რომ ანკარამ 3,5 მლნ სირიელი ლტოლვილი შეიფარა.

„და ისინი ვისაც არასდროს უნახავს YPG გვეუბნებიან: განზე დადექითო! ევროკავშირი გონს მოდი, ბოლოსდაბოლოს!“, – აღნიშნა თურქეთის ლიდერმა.

გარდა ამისა, მან საუდის არაბეთის და ეგვიპტეს ხელისუფლებები გააკრიტიკა, რომლებმაც ასევე დაგმეს ოპერაციის დაწყება.

„საუდის არაბეთმა სარკეში ჩაიხედოს. ვინ მიიყვანა იემენი ასეთ მდგომარეობამდე? ჯერ ამის გამო აგონ პასუხი. არ გაქვთ უფლება რამე თქვათ. ეგვიპტე კი, საერთოდ უნდა გაჩუმდეს, იქ არის ადამიანი, რომელმაც ქვეყანაში დემოკრატია მოკლა“, – დასძინა ერდოღანმა.

თურქეთმა 9 ოქტომბერს სირიის ჩრდილოეთით სამხედრო ოპერაცია „მშვიდობის წყარო“ დაიწყო.

მოგვიანებით ევროკავშირმა მოუწოდა ანკარას „ცალმხრივი სამხედრო ოპერაცია“ შეწყვიტოს, რომელიც რეგიონის სტაბილურობას და პოლიტიკური დიალოგის პერსპექტივებს არღვევს.

ევროკავშირში ეჭვობენ, რომ თურქეთის მცდელობა სირიის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ე.წ. „უსაფრთხოების ზონის“ შექმნასთან დაკავშირებით, ლტოლვილების დაბრუნებისთვის საერთაშორისო კრიტერიუმებს ვერ დააკმაყოფილებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები