მამუკა ხაზარაძე: ტყუილების ქვეყანაში ვცხოვრობთ

ჩვენს ქვეყანაში ტყუილის დასამარცხებლად მე და ჩემი თანაგუნდელები ყველაფერს გავაკეთებთ,- ამის შესახებ “თიბისი ბანკისა” და მოძრაობა “ლელოს” დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ სასამართლო სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

“რაც შეეხება მთლიან სურათს, ჩვენ მივიღეთ ტყუილების ქვეყანა. ჩვენ ვცხოვრობთ, პრაქტიკულად ტყუილების ქვეყანაში და ეს არ ეხება მხოლოდ ჩვენს საქმეს. ეს ტყუილების ქვეყანა შექმნა ბიძინა ივანიშვილმა. ტყუილი სასამართლო, ტყუილი პროკურატურა, ტყუილი დიპლომი, ტყუილი ურთიერთობები, ტყუილი დაპირებები და მე ყველაფერს გავაკეთებ ჩემს თანაგუნდელებთან ერთად, რომ ეს ტყუილი დავამარცხოთ ჩვენს ქვეყანაში. ეს ტყუილი განვდევნოთ, გავწმინდოთ და გამჭვირვალე გავხადოთ ყველა ის ურთიერთობა რომელიც სახელმწიფო ინსტიტუტებს სჭირდება, რომელიც ჩვენს სახელმწიფოებრიობას სჭირდება და ჩვენი შვილების და ჩვენს მომავალს სჭირდება”, – განმარტა ხაზარაძემ.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო ბრალდება “თიბისი ბანკის” დამფუძნებლებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ფულის გათეთრებას ედავება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები