აბაშის მერი სოფელ კეთილარის მოსახლეობამ მადლიერების ორდენით დააჯილდოვა

აბაშის მუნიციპალიტეტის მერი ლევან მაკალათია სოფელ კეთილარის მოსახლეობამ, კეთილარის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის მადლიერების ორდენით “თეთრი რაშით“ დააჯილდოვა.

მოსახლეობის აღნიშნული საჩუქარი აბაშის მერისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა.

“ჩემთვის ყველა ჯილდოზე მნიშვნელოვანი კეთილარელებისგან მოულოდნელი საჩუქარი, მადლიერების ორდენია. მიუხედავად იმისა, რომ ამ სოფელში ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი, დიდია მათში მადლიერების გრძნობა, რაც ჩემთვის ორმაგი პასუხისმგებლობაა, რომ კიდევ მეტი შემართებით ვემსახურო, ჩვენი მუნიციპალიტეტის მოსახლეობას“- აღნიშნა ლევან მაკალათიამ.

მადლიერების ორდენი აბაშის მერს, პროექტ „ღია შეხვედრების“ ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრის დასასრულს გადასცეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები