ირაკლი მეზურნიშვილმა კასპის მოსახლეობას მიმდინარე და განსახორციელებლი პროექტები გააცნო

კასპის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი მეზურნიშვილი შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილესთან, ნუგზარ სამხარაძესთან ერთად კასპის მუნიციპალიტეტის ოთხი სოფლის – აღაიანის, საქადაგოსხიდისყურის და ქვითის მოსახლეობას შეხვდა.

საკანონდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსახლეობასთან არსებული პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრეს.

მაჟორიტარმა დეპუტატმა ადგილობრივებს კასპის მუნიციპალიტეტში მიმდინარე და განსახორციელებელი პროექტები გააცნო.

“მოგეხსენებათ ჩვენ ინტენსიურად ვხვდებით ჩვენს მოსახლეობას , შესაბამისად უშუალოდ მათგან ვიღებთ ინფორმაციას იმ პრობლემათა შესახებ, რომელთა მოგვარებაც მათთვის პრიორიტეტულია. დღეს ჩვენ ოთხი სოფლის მოსახლეობას შევხვდით . რა თქმა უნდა არის პრობლები , რომელთა მოგვარებაც დროულად უნდა მოხდეს. საშუალება მქონდა ადგილობრივებისთვის გამეცნო ჩვენ მუნიციპალიტეტში მიმდინარე და სამომავლოდ განსახორციელებელი პროექტები. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კასპის მუნიციპალიტეტის პროფესიული სასწავლებლის მშენებლობა. ჩვენს ახალგაზრდებს აღარ მოუწევთ სხვაგან წასვლა და პროფესიის დაუფლება . ჩვენს ქვეყანას ნამდვილად სჭირდება პროფესიული , ხელობისა და ტექნოლოგიების მცოდნე კადრი” –  განაცხადა ირაკლი მეზურნიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები