სასამართლომ გურამ ჩალაგაშვილი 700 ლარით დააჯარიმა

“30 პროცენტიანი ფასდაკლება ისწავლა ჩვენმა ხელისუფლებამ, – ასე გამოეხმაურა “გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გურამ ჩალაგაშვილი სასამართლოს მიერ მის წინააღმდეგ გამოტანილ გადაწყვეტილებას.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ჩალაგაშვილი სამართალდამრღვევად სცნო და 700 ლარით დააჯარიმა.
“30 პროცენტიანი ფასდაკლება ისწავლა ჩვენმა ხელისუფლებამ, ხაზარაძეს მოსთხოვეს და დაუტოვეს 700 000. ჩემთან იყო 1 000 ლარი, დამიკლეს და 700 ლარის გადახდა მომთხოვეს. სამართალი არ არსებობს, ორი აზრი არ არის. დღევანდელი საქმე არაფერს არ ნიშნავს. როდესაც პოლიტპატიმრები გვყავს მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ საქართველო უყვართ. შეუძლებელია, დღეს რომელიმე გადაწყვეტილებას დაეთანხმოს უბრალოდ მოაზროვნე ადამიანი“, – განაცხადა გურამ ჩალაგაშვილმა.
პარტია “გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გურამ ჩალაგაშვილი წვრილმანი ხულიგნობის ფაქტზე იყო დაკავებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები