დავით მათიკაშვილი: თქვენ გსურთ, რომ გახდეთ უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, ეს ძალიან მაღალი პასუხისმგებლობაა თქვენთვისაც და ჩვენი ქვეყნისთვისაც

თქვენ ყოველთვის დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი იყავით თქვენი პრაქტიკის განმავლობაში? ძალიან გულწრფელი მინდა იყოთ, იმიტომ, რომ ძალიან სწორი პროცესი მიმდინარეობს,- ამ კითხვით ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილემ დავით მათიკაშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა მიმდინარეობს, მოსამართლეობის კანდიდატს, თამარ ზამბახიძეს მიმართა.

მათიკაშვილი დაინტერესდა ყოფილა თუ არა გადაწყვეტილება, რომელიც შემდეგ უანანია თამარ ზამბახიძეს.

“თქვენ ბრძანეთ, რომ მოსამართლე და ზოგადად, სასამართლო უნდა იყოს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი. თქვენ ყოველთვის დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი იყავით თქვენი პრაქტიკის განმავლობაში? ძალიან გულწრფელი მინდა იყოთ, იმიტომ რომ ძალიან სწორი პროცესი მიმდინარეობს. ჩვენი უცხოელი პარტნიორები სწორედ იმას აღნიშნავენ, რომ გახსნილობის კუთხით, რასაც ჩვენ ვაკეთებთ არის ძალიან მნიშვნელოვანი. გულწრფელად მითხარით, არ ყოფილა გადაწყვეტილება, რომელიც მიგიღიათ და მერე გინანიათ ამის შესახებ თუნდაც, კანონიერი ყოფილიყო ეს გადაწყვეტილება? სამოქალაქო სამართალი ყველაზე მოქნილი სამართალია ზოგადად, სამართლის სისტემაში. ჩვენ, იურისტებს გვიყვარს იმის თქმა, რომ იურისტი ჯამს ყურს საითაც უნდა იქიდან გაუკეთებს. ხომ არ ყოფილა ისეთი შემთხვევა, როდესაც მიგიღიათ გადაწყვეტილება, მერე დაფიქრებულხართ და გითქვამთ, რომ მსჯელობა ცოტა სხვანაირად რომ განმევითარებინა, შესაძლოა ეს გადაწყვეტილება არ მიმეღო, მიუხედავად იმისა, რომ კანონიერია, მაგრამ სამართლიანი სამწუხაროდ არ გამოვიდა ეს ჩემი გადაწყვეტილება?”, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ასევე, დაინტერესდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის აზრით, იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად მისაღებია უზენაეს სასამართლოში დანერგილი პრაქტიკა და რა შეიძლება შეიცვალოს ამ მიმართულებით.

“მე ამ კითხვას ყველა კანდიდატს ვუსვამ, თქვენ გსურთ რომ გახდეთ უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, ძალიან მაღალი პასუხისმგებლობაა ეს თქვენთვისაც და ჩვენი ქვეყნისთვისაც. უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის დანერგვის კუთხით არის თუ არა თქვენთვის ყველაფერი მოსაწონი? ხომ არ შეცვლიდით კონკრეტულ პრაქტიკას, კონკრეტულ საქმეებთან მიმართებაში. თქვენი ხედვა მინდა დავინახო. ჩათვალეთ, რომ ხართ უზენაესი სასამართლოს მოსამართლე და დღეს, თუნდაც სამოქალაქო სამართალში არსებული ის სულისკვეთება, რაც უზენაესი სასამართლოს თუ დოქტრინალური პრინციპიდან გამომდინარე, ყველაფერი არის თუ არა თქვენთვის მისაღები? თქვენ ყოველდღიურ საქმიანობაში ხვდებით უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, ამას გვერდს ვერ აუვლით და ყველაფერი მოგწონთ ამ პრაქტიკაში?”, – იკითხა დავით მათიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები