გარდაცვლილს 30-ზე მეტი ჭრილობა აქვს მიყენებული – საზარელი მკვლელობის ახალი დეტალები

35 წლის მამაკაცის მკვლელობის შესახებ “რეგიონული კვირისთვის” ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

როგორც  ირკვევა  დაღუპულ დავით მუმლაძეს ცივი იარაღით 30- ზე მეტი ჭრილობა აქვს მიყენებული.

საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ  ცხედრის დაკრძალვა გუშინ უნდა მომხდარიყო, თუმცა ოჯახის წევრების თქმით , გარკვეული მიზეზების გამო დაკრძალვა ხვალისთვის გადაიდო.

დაღუპული საქართველოს მოქალაქის ორი პასპორტით, ორი სხვადასხვა სახელით და გვარით სარგებლობდა და ბოლო წლების განმავლობაში საზღვარგარეთ ცხოვრობდა.

როგორც ოჯახის ერთ-ერთმა ახლობელმა განაცხადა, დეპორტაციის გამო, ორი კვირის წინ, ის საქართველოში დაბრუნდა და სახლიდან გარეთ გასვლას ერიდებოდა.

მუმლაძეების ოჯახი 5 წელია რაც ხაშურიდან სურამში გადავიდა საცხოვრებლად. მეზობლების თქმით, ისინი  ოჯახს თითქმის არ იცნობენ და არც მათი წარსულის შესახებ იციან .

როგორც ამბობენ, დაღუპულს ერთ-ერთ ეჭვმიტანილთან ნათესაური ურთიერთობა აკავშირებდა.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ინტენსიური ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, რუსთავში მომხდარი 35 წლის მამაკაცის მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს.

მომხდართან დაკავშირებით ჩატარებული ინტენსიური ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, უკვე დაკავებულია 5 პირი, ხოლო განზრახ მკვლელობაში მონაწილე, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი 1983 წელს დაბადებული ზ.ჯ.-ს დაკავების მიზნით ტარდება აქტიური ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები,” – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, ჯგუფურად ჩადენილი თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის და ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტებზე გამოძიება სსკ-ის 109-ე, 143-ე და 370-ე მუხლებით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები