საქართველოს და უკრაინის თავდაცვის მხარდაჭერა, როგორც შავი ზღვის რეგიონში რუსეთის შეკავების ფაქტორი – აშშ-ში გეგმა შემუშავდა

აშშ-ის სამთავრობო ანალიტიკურმა ცენტრმა RAND Corporation-მა მოხსენება გამოაქვეყნა, რომელიც შავი ზღვის რეგიონში რუსეთის შეკავების სტრატეგიას ეძღვნება.

მოხსენების ავტორები შეშფოთებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ ბოლო დროს, მოსკოვმა შავი ზღვის ფლოტის მოდერნიზება განახორციელა და სამხრეთის სამხედრო ოლქში სამხედრო ძალები გაზარდა.

ცენტრის ექსპერტების რეკომენდაციაა: “გამომდინარე იქიდან, რომ არ არსებობს შავი ზღვის რეგიონში პრობლემის სამხედრო გზით გადაჭრის შესაძლებლობა, საჭიროა იქნას გადადგმული სტრატეგიული ინტეგრირებული საკომუნიკაციო ძალისხმევა, უნდა მოხდეს კიბერ და ჰიბრიდულ საფრთხეებთან გამკლავება”.

გარდა ამისა, “არსებობს საჭიროება მეტად სანდო და მდგრადი სამხედრო შეკავების სისტემის შემუშავების. ნატო-მ და რეგიონში მათმა მოკავშირეებმა რუმინეთსა და ბულგარეთში ჰაერსაწინააღმდეგო და სახმელეთო თავდაცვის თანამედროვე სისტემები უნდა განათავსონ. ასევე საჭიროა უკრაინის და საქართველოს მუდმივი მხარდაჭერა ეროვნული თავდაცვის განმტკიცების საკითხში, რაც ასევე ხელს შეუწყობს რეგიონში შეკავების პოლიტიკას.
ასევე გასაძლიერებელია ნატოს და ევროკავშირის ჩართვა რეგიონალური თანამშრომლობის ჭრილში. უნდა მოხდეს ევროკავშირისა და დასავლეთის მნიშვნელოვანი მონაწილეობა არასამხედრო საკითხებში, მათ შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლების საკითხში, ეკონომიკური, რეგიონალური ინფრასტრუქტურის და საინტეგრაციო ინიციატივების პროექტების მხარდაჭერის თვალსაზრისით.

კიდევ ერთი შესაძლებლობაა “საბრძოლო მოედნის” შავი ზღვის რეგიონის ფარგლებს გარეთ გატანა. მოკავშირეებს და პარტნიორებს შეუძლიათ განსაზღვრონ სხვა რეგიონები და ის პრობლემები, სადაც რუსეთი მეტად მგრძნობიარეა, ამის შემდეგ კი მიახვედრონ კრემლს, რომ შავი ზღვის რეგიონში სამომავლო აგრესია გამოვლინდება სხვა პრობლემურ ტერიტორიებზე”, – ნათქვამია ანგარიშში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები